ჩვენი მიზნები
1. პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განხორციელების შესაძლებლობების გაზრდა
მიზანი არის სამმაგი:
- პრაქტიკოსი მასწავლებლების, სასწავლო პროცესის განვითარებაში ჩართული თანამშრომლების, ადმინისტრაციული პერსონალის, და იმ თანამშრომლების ტრეინინგი, ვინც მოამზადებს მათ მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასა და შეფასების მეთოდებში;
- ახლად გადამზადებული პერსონალისა და მომავალი პროფესიონალებისათვის სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც მოიცავს ყველა ინოვაციური სწავლების მიდგომას და კარგი გამოცდილების მაგალითებს;
- მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის განსახორციელებლად საჭირო, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე უწყვეტი პროფესიული განვითარების ერთეულების შექმნა პარტნიორ უნივერსიტეტებში.
2. პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტებში და მთლიანად საზოგადოებაში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შესახებ ცნობადობის ამაღლება
ყველა აქტივობა მიმართული იქნება მიზნის მისაღწევად. გავრცელების სტრატეგია უზრუნველყოფს პროექტის გავლენას პროექტში უშუალოდ მონაწილე უნივერსიტეტების მიღმა. პარტნიორების პირადი კონტაქტებისა და კავშირების ხარჯზე გავრცელება იქნება უზრუნველყოფილი, რაც გარანტიას იძლევა, რომ ძირითადი დაინტერესებული მხარეები იქნებიან ინფორმირებულები ახალი სტრატეგიისა და მიდგომების შესახებ.
3. გამოცდილების გაზიარების მიზნით საერთაშორისო ქსელის ჩამოყალიბებით თანამშრომლობისთვის საფუძველის შექმნა
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის მომხმარებლებიც იქნებიან კონსორციუმის წევრი და საქართველოს, ჩინეთისა და მსოფლიოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც დაინტერესებულია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ფილოსოფიაზე გამოცდილების გაზიარებაში.
აღნიშნული მიზნების მიღწევა საგრძნობლად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს პარტნიორ ქვეყნებში რაც იმუშავებს, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ქვეყნის მასშტაბით გათავისების კატალიზატორი. შიდა, გარე და საერთაშორისო დონეზე მოსწავლეზე ორიენტირებული პრაქტიკის შემუშავება უზრუნველყოფს აქამდე წარუმატებელი განათლების რეფორმების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, რაც თავად პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის მიერ მიჩნეულია საჭიროებად.