უწყვეტი პროფესიული განვითარება 

უმაღლეს განათლებაში უწყვეტი პროფესიული განვითარება მასწავლებელთა აკადემიური კარიერის განვითარებაზე ზრუნვის ახალი ფორმაა საუნივერსიტეტო დონეზე. დღესდღეობით, სწავლების ხარისხი დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიციურობას და მის პროფესიულ განვითარებაზე, რომელიც, როგორც ამას რუთ ნეილორი და იუსუფ საიდი აღიარებენ (2014, 301[1]), კომპლექსურ დინამიკაშია ერთმანეთთან. უწყვეტი პროფესიული განვითარება(CPD)  მასწავლებლის პროფესიული ცხოვრების საკვანძო ელემენტია. CPD არის ე.წ  ქუდი ტერმინი, რომელიც აერთიანებს „პროფესიული სწავლისა და განვითარებისათვის მიმართულ ღონისძიებებს“ და ის ხშირად დაკავშირებულია პროფესიულ აკრედიტაციასთან (როთველი&არნოლდი, 2005, 18[2].  CPD-ს ჩარჩოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპია:

  • CPD უმნიშვნელოვანესია უმაღლესი განათლებაში დასაქმებული პროფესიონალების მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად.
  • პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც გრძელდება მთელი აკადემიური ცხოვრების მანძილზე.
  • მასწავლებელმა  თავად უნდა განსაზღვროს თუ რა ესაჭიროება პროფესიული განვითარებისათვის;
  • მასწავლებლები პასუხისმგებლები არიან დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები  უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის;

უწყვეტი პროფესიული განვითარების მთლიანი ჩარჩო და პერსონალის სწავლა-სწავლების კუთხით პროფესიული განვითარების აღიარება დღესდღეობით უმაღლეს განათლებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად არის მიჩნეული.  CPD ერთეულის /ცენტრის ჩარჩო უნდა ითვალისწინებდეს უნივერსიტეტის შიდა კულტურასა და პოლიტიკას.

[1] რ. ნეილორ & ი.საიდი (2014) მასწავლებელთა ხარისხი: მტკიცებულებათა მიმოხილვა. კანბერა, ეფექტურობის განვითარების ოფისი (www.ode.dfat.gov.au)
[2] ა. როთველი & ჯ.არნოლდი (2005). როგორ აფასებენ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები „უწყვეტ პროფესიულ განვითარებას“. ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ჟურნალი 15(3), 18-32.

უწყვეტი პროფესიული განვითარების ერთეულების/ ცენტრის დაფუძნება ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებში პროექტის ერთ-ერთი შედეგთაგანია. ამ ერთეულის მთავარი მიზანია მასწავლებელთა ტრეინინგითა და პროფესიული განვითარებით დაინტერესებული ადამიანთა ჯგუფების გაერთიანება, რათა უზრუნველყონ სწავლების ხარისხის გაუმჯობესება უწყვეტ რეჟიმში.

უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის/ ერთეულის მაგალითები პროექტ STAR ის პარტნიორ ქვეყნებში.

CPD ერთეულის დაფუძნება და განვითარება: საჭიროებების შეფასება

მასწავლებელთა / პედაგოგთა პროფესიული განვითარება უმაღლეს განათლებაში არის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემიურ კარიერაზე ზრუნვის ახალი საშუალება/ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის როლის ახლებურად გაგებას დღემდე დამკვიდრებული მასწავლებლის როლის კლასიკური მოდელისაგან განსხვავებით. მასწავლებლის როლი, მისი პროფესია, პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარება საჭიროებს დისკუსიას და დღევანდელი აკადემიური საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას.

ჩვენს ხელთ არსებული მასალები, ანგარიშის ფორმები და საჭიროებების ანალიზი შედგენილია კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდის მიერ და მოიცავს როგორც CPD ერთეულის დაფუძნებისა და განვითარების შესახებ ინფორმაციას, ასევე ამავე ერთეულის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდამჭერ დოკუმენტებს. 

More info