ტრენინგი სამი ქართული უნივერსიტეტის (საქართველოს უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება: ტრენინგი აკადემიური (სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და სწავლა) და ადმინისტრაციული  (უწყვეტი პროფესიული განვითარება) პერსონალისთვის არის პროექტის შედეგების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

ტრენინგი დაყოფილი იყო 2 ნაწილად:

ონლაინ ტრენინგი (მოსამზადებელი სამუშაო პირისპირი ტრენინგის წინ); ონლაინ ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ტრენინგის და პირისპირი ტრენინგის თეორიულ შინაარს. 

აკადემიური პერსონალის ონლაინ ტრენინგმა საშუალება მისცა მონაწილეებს

  • ხელი შეეწყოთ პედაგოგიური ინოვაციებისთვის;
  • გასცნობოდნენ მთავარ ტერმინებს, რომლებიც დაკავშირებულია აქტიურ სწავლა -სწავლებასთან;
  • განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირებით;
  • ხელი შეეწყოთ პრაქტიკის განვითარებისთვის.
მუდლი აკადემიური პერსონალისთვის

ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგმა საშუალება მისცა მონაწილეებს

  • გასცნობოდნენ მუდლის პლატფორმას;
  • გასცნობოდნენ პროექტის მთავარ მიზნებს და ტრენინგის დიზაინს;
  • გასცნობოდნენ უწყვეტ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ მთავარ ტერმინებს;
  • აესახათ CPD ერთეულის განხორციელების პროცესი;
  • ხელი შეეწყოთ პრაქტიკის განვითარებისთვის
მუდლი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

მონაწილეთა უკუკავშირი

ტრენინგი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

"...ჩემი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ ვართ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში, ასევე გვაქვს თუ არა შესაძლებლობები თუ საკმარისი სურვილი იმისთვის რომ განხორციელდეს უწყვეტი პროფესიული განვითარება, და რა არის მთავარი გამოწვევები პროცესის განმავლობაში ..... (საქართველო, ტრენინგი ადმინისტრაციული პერსონალისთვის)

"....ტრენინგის განმავლობაში ჩვენ გავიზიარეთ ინფორმაცია, გავეცანით ჩეკლისტს და გავიზიარეთ გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, ეს არის მიღწევადი უახლოეს მომავალში. მე მჯერა რომ ჩვენ ვმუშაობთ სწორი მიმართულებით და შედეგები არის სადღაც ახლოს ...“ (საქართველო, ტრენინგი ადმინისტრაციული პერსონალისთვის)

"..... ტრენინგი იყო კარგად ორგანიზებული და სამუშაო პროცესი არ იყო დამღლელი - ჩვენ ყველანი ვიყავით ჩართულები....“ (საქართველო)

"...მე მომეწონა, რომ ყველა მონაწილე სრულად იყო ჩართული დისკუსიებში და ტრენერები (სილვია ნოლან, ივანა მაროუ) იყვნენ ინტერაქტიულები...“ (საქართველო)

"...მე მომეწონა ტრენინგის ფორმა, განსაკუთრებით ონლაინ ტრენინგი პირისპირ ტრენინგამდე, რომელმაც პირისპირი ტრენინგი  გახადა უფრო ეფექტური;

მე მომწონს ტრენინგი, რომელიც გამოყოფს აკადემიურ პერსონალს ადმინისტრაციული პერსონალისგან, და შემდეგ აერთიანებს მათ. ამ ყოველივემ უფრო ნათელი გახადა ჩემთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების განხორციელება.

ერთი სიტყვით, ყველაფერი იყო შესანიშნავი .......(ჩინეთი)

"...... ტრენერების მიერ ტრენინგ სესიის ჩატარება არის ზუსტი მაგალითი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების განხორციელების მშვიდი კონტაქტისა და ეფექტური დახმარების კოორდინატორებისგან და ტრენერებისგან რათა მოხდეს ჩინელ პარტნიორებთან იდეების გაზიარება ....“ (ჩინეთი)

ტრენინგი აკადემიური პერსონალისთვის

"..... განხილული იყო ჩემი გაკვეთილის ისტორია და მონაწილეებმა მომცეს მნიშვნელოვანი რჩევები რომელიც გააუმჯობესებს ჩემს ლექციებს. მე მომეწონა ჯგუფში მუშაობა სადაც ჩვენ ვცდილობდით ორგანიზატორების მიერ მოცემული პრობლემების გადაჭრას ....“ (საქართველო)

" ........ეს იყო მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი....“ (საქართველო)

"….. მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს სწავლების ისტორიებს და გეგმებს და მათ შეუძლიათ მომცენ მე ინსპირაცია. გაიმართა ჯგუფური დისკუსიები სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაზე და ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ერთმანეთისგან. მნიშვნელოვანია პროფესორების მიერ ჩატარებული ლექციები რადგან ისინი არიან ძალიან ინფორმირებულები და კარგად მომზადებულები და მე ნამდვილად ვისწავლე ბევრი რამ. მადლობა! ......“ (ჩინეთი)

"..... ტრენინგის ჩატარების გზა. ის ნამდვილად ასახავს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ბუნებას. სწავლითა და საქმიანობით, ტრენინგის მონაწილეები არამხოლოდ კონსულტაციებს იღებენ, არამედ ეცნობიან თავიანთი სწავლების გაუმჯობესების ეფექტურ გზებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის მონაწილეებს შეუძლიათ ისწავლონ ტრენინგის ჩატარების ტექნიკა, რომელიც საჭიროა სხვა მასწავლებლებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად.....“ (ჩინეთი)

ორფაზიანი ტრენინგების ჩატარება (ონლაინ და პირისპირი ტრენინგი) სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში უზრუნველყვეს:

ორფაზიანი ტრენინგების ჩატარება (ონლაინ და პირისპირი ტრენინგი) სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში უზრუნველყვეს:

მარია ტერეზა პესოა, სილვია ნოლან (ონლაინ ტრენინგი და პირისპირი ტრენინგი)

სანდრა პედროსა, ანტონიო მენდეს (ონლაინ ტრენინგი)

კოიმბრას უნივერსიტეტი

და

ცვეტელინა ჰარაკჩისკა (რუსეს უნივერსიტეტი) , ივანა მაროვა, ევა ტრნოვა (მასარიკის უნივერსიტეტი), მართა მოთელსონ (ProfessionshØjskolen, UCC) - პირისპირი ტრენინგი

Photogallery

More info