რუზეს უნივერსიტეტი ავტონომიური უფლების მქონე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის კონტინგენტი შედგენს 10 000 სტუდენტს და რომლის აკადემიურ საქმიანობაში სრული დატვირთვით ჩართულია 499 მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. რუზეს უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტების განხორციელების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო აქტივობების ფინნანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, მესამე ადგილზეა ბულგარეთში.
ბუნებისმეტყველებისა და განათლების ფაკულტეტი დაინტერესებულ პირებს გაანთლების მიმართულებით სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მრავალფეროვან პროგრამებს. რუზეს უნივერსიტეტი სწავლებისა და კვლევების მიზნით სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მიერ შეთავაზებული კურსები და ტრენიგები მოიცავს მრავაფეროვან მასალას: სწავლის შეფასება დაწყებით და ზოგად კლასებში, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვა და განხორციელება, სპეციალური საჭიროების მოსწავლეთა სწავლება და ასე შემდეგ. აღნიშნულ უნივერსიტეტის წამყვანი როლი აკისრია როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე სწავლების მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით.
კომპიუტერიზაციის დეპარტამენტი – არის დიდი ხნის გამოცდილების მქონე, ინიციატორი და კოორდინატორი რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო პროექტის, მაგალითად: „დისტანციური სწავლების ელექტრონული ფორმის განვითარება რუზეს უნივერსიტეტში“; 4 ევროპის თემატურის ქსელი _ ევროპული თვლისა და განათლების ტრენინგი (ECET), სადოქტორო განათლება კომპიიუტერიზაციით (DEC), სწავლება, კვლევა და ინოვაცია (TRICE) და მომავლის განათლება და ტრენინგები კომპიუტერიზაციაში: როგორ დავუჭიროთ მხარი სწავლებას ყველგან და ყოველთვის (FETCH).
რუზეს უნივერსიტეტის გუნდი