პლატფორმის შესახებ
პლატფორმა შეიქმნა პროექტის ფარგლებში. პლატფორმა არის სივრცე, სადაც სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის, კონსორციუმის წევრი და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია გააზიარონ თავიანთი გამოცდილება ზემოხსენებული ფილოსოფიის შესახებ.
ამ მიზნების და ამოცანების მიღწევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს პარტნიორ ქვეყნებში და იმოქმედებს, როგორც ქვეყნის მაშტაბით სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიმღებლობის დამხმარე კატალიზატორი.
უნივერსიტეტის, ქვეყნის და საერთაშორისო დონეზე სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პრაქტიკის შექმნა უზრუნველყოფს მათი სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად ქცევას, რაც პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის აუცილებელი მოთხოვნაა, თუმცა აქამდე ჩატარებულმა საგანმანათლებლო რეფორმებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ძირითადი მიზანია საქართველოსა და ჩინეთში უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სტუდენტზე ორიენტირებული ახალი მიდგომების გაცნობით.
ზოგადი ფორუმი
პლატფორმაზე არსებობს ღია ფორუმი, რომლის მიზნებია:
- სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ ზოგადი საკითხების განხილვა;
- სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით დაინტერესებულ პირებისთვის ინფორმაციისა და მხარდაჭერის მიღებაში დახმარება;
- სასწავლო პროცესში სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვის წახალისება.