საქართველოს უნივერსიტეტი
About
საქართველოს უნივერსიტეტი არის აკრედიტებული, მაღალი high-ranking, ყველაზე დიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოში. UG, რომელიც ლიდერობს რეგიონული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ორიენტირებულია თითოეული სტუდენტის პიროვნულ განვითარებაზე იმდენად, რამდენადაც ისინი არა მარტო ამთავრებენ უნივერსიტეტს როგორც დატრენინგებული პროფესიონალები, არამედ ასევე მზად არიან თავისუფლად გაუმკლავდნენ დღევანდელ სამყაროში არსებულ გამოწვევებს. UG ჰყავს 6000-მდე სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. უნივერსიტი ამაყობს მისი მრავალფეროვანი საზოგადოებით ჯვარედინი კულტურული ცნობიერების. მისი სტუდენტები არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც მას აქცევს საერთაშორისო გარემოში ცოდნა.
საქართველოს უნივერსიტეტის 6 სკოლა უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებას მრავალი მიმართულებით. ესენია: ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, სამართლის სკოლა, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლა, ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა.
საქართველოს უნივერსიტეტი ჩართულია სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავენ განათლების ევროპული სტანდარტების გამოცდილების გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტების მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას.
ნატო ჩიხლაძე, BE, MPA, MA, PhD (c) საგანმანათლებლო მეცნიერებებში. UCL განათლების ინსტიტუტის განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრი (დიდი ბრიტანეთი). მას აქვს მენეჯმენტის, მათ შორის top მენეჯმენტის პოზიციებზე მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. ნატო ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის პროექტში,. წლების მანძილზე იგი პასუხისმგებელი იყო ხარისხის უზრუნველყოფასა და კურიკულუმის შემუშავების პროცესზე. ცოტა ხნის წინ ნატომ ზემოაღნიშნულ საკითხებში საკუთარი გამოცდილების გამოყენებით შეიმუშავა ორი სამაგისტრო საფეხურის კურსი.
მისი ბოლო გამოცემები მოიცავს:
ჩიხლაძე, ნ. (2014) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა და მისი გაცლენა სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე საქართველოში. ნაშრომი წარდგენილ იქნა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ინგლისურ ენაზე, 2014, თბილისი, საქართველო
ჩიხლაძე, ნ. (2016) ევროკავშირის უმაღლესი განათლების მიდგომები საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში. ნაშრომი წარდგენილ იქნა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ინგლისურ ენაზე, 2016, თბილისი, საქართველო.
არჩილ ჯანგირაშვილი, BLL, LL.M, PhD (c), UG- ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსი. პასუხისმგებელია პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შიდა შეფასებაზე. არჩილს აქვს დიდი გამოცდილება აქვს პროგრამის აკრედიტაციის, კურიკულუმის განვითარების, საგანმანათლებლო პროექტების მონიტორინგის დიდი გამოცდილება. ასევე, აქვს სწავლის პროცესის მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების ხარისხისა და სტანდარტების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე, რაც განათლების ხარისხის ამაღლების ეროვნული ცენტრის მიერ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, არჩილს აქვს სასამართლო პროცესებში ჩართულობის მრავაწლიანი გამოცდილება. მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო "უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების გარე მექანიზმების სამართლებრივი საკითხები საქართველოში". იგი ასევე არის "განათლების სისტემის ახალი ტენდენციები საქართველოში" გამოქვეყნების თანაავტორი.
თინათინ ჩიტაორელიძე, დოქტორი სპეციალურ განათლებაში. უძღვება კურსებს: ლიდერობა და მართვა განათლებაში, სწავლებისა და სწავლის თეორიები და სტრატეგიები. არის მკვლევარი Erasmus + პროექტში "სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ქსელი". აქვს დიდი გამოცდილება ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სფეროში. მისი ამჟამინდელი კვლევის ინტერესია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეებში.
მისი ბოლო გამოცემები მოიცავს:
ჩიტორელიძე, თ. (2014) დიფერენცირებული სწავლების მეთოდების გამოყენება საქართველოს ინკლუზიური საკლასო ოთახებში. ნაშრომი წარმდგენილ იქნა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ინგლისურ ენაზე, აპრილი 2014, თბილისი, საქართველო
ჩიტორელიძე, თ. (2015) სოციალური გარემოს როლი საქართველოს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელებაზე ვ. ზამეჩნიკოვას და მ. ვიტკოვას რედაქტორობით გამოცემულ წიგნში სახელწოდებით აქტუალური ტენდენციები ინკლუზიური განათლებაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებში ჩეხეთის რესპუბლიკასა და საზღვარგარეთ: თეორია, კვლევა, პრაქტიკა. მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, გვ: 49-58.
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნი არის ახალი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე 2009 წლიდან გამოჩნდა და რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას. ამ მიზნის მისაღწევად, უნივერსიტეტი ახორციელებს მრავალ აქტივობას. მათ შორისაა, საერთაშორისო კონფერენციები, უორქშოფები, ტრენინგები, უცხოელი პროფესორების ვიზიტი, კვლევითი პროექტები და გრანტები. ამას გარდა, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ქსელის წევრი.
უნივერსიტეტი ახორციელებს შმდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს: სამართლის საბაკალავრო პროგრამა, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, საერთაშორისო ურთიერთობების საბაალავრო პროგრამა, თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
დღესდღეობით სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს ჰყავს 1000 სტუდენტი, 40 ადმინისტრაციული პერსონალი და 151 აკადემიური პერსონალი და მოწვეული პროფესორები.
2015-2016 აკადემიური წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობს ERASMUS+ პროგრამაში.
გვანცა აბდალაძე არის ჰუმანიტარულ და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც ასევე მოიცავდა ტრენინგს სწავლების მეთოდებსა და უნარებში. გარდა ამისა, ის ესწრებოდა საქართველოში ორგანიზებულ სასერთიფიკატო სემინარებს სასწავლო პროცესსა და მეთოდებზე. მას აქვს Erasmus+ პროგრამის გამოცდილება.
ფილოსოფიის დოქტორი; მენეჯმენტის მაგისტრი. არის პროფესორი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე. კითხულობს მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის კურსებს. მან შეიმუშავა სადოქტორო საფეხურის კურსი სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებში, რომელსაც წარმატებით კითხულობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში როგორც მოწვეული პროფესორი.
აკადემიური საქმიანობის გარდა, მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) უმაღლესი და პროფესიული განათლების დარგობრივ საბჭოს ადმინისტრაციული მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი და სხვა.
პროფესორ ნაცვლიშვილს ნაცვლიშვილს დიდი გამოცდილება აქვს მოზარდთა მომზადებასა და შეფასებაში. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებზე განათლების მენეჯმენტში, მათ შორის: პროფესიული მასწავლებლების ტრენინგის საჭიროებების ანალიზი და დაგეგმარება (ISWED-Project, MCA); პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო (MCA- საქართველო); კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ VET პროგრამებში (MCA-Georgia); სწავლის შედეგებისა და პროცესის შეფასების ორგანიზება, (GIZ); სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები (NCEQE); მოდულებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია (NCEQE); სტრატეგიული მენეჯმენტი, წარმატებები პირემიდის მწვერვალზე - თანამედროვე ტექნოლოგიები მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების განხორციელების პროცესში (IPAK CENTAR, ბელგრადი); ინოვაციური სწავლების სტრატეგიები საჯარო ეკონომიკური პოლიტიკის კურსებში (HESP რეგიონალური სემინარი საუკეთესო სწავლებისთვის, OSI); ეკონომიკური კურსების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლისა და ინოვაციური სწავლების მეთოდები (HESP რეგიონალური სემინარი საუკეთესო სწავლებისთვის, OSI); განათლების ხარისხი და ადამიანური რესურსების მართვა (NMCP / PUM, ნიდერლანდები); ტრენერთა მომზადება - პროგრამა (NMCP / PUM).
ეკა არის 35 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელო პრინციპები სოციალური ფილოსოფიის და საჯარო ადმინისტრირების სფეროში. ასევე, ადამიანური რესურსების მართვასა და განათლების მართვის საკითხებში.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის რეგიონში ძალიან ახალგაზრდა უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებს საბაკალავრო (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიზნესის ადმინისტრირება, ფარმაცია, დაწყებითი განათლება, საჯარო მმართველობა), სამაგისტრო (საქართველოს ისტორია, ბიზნესის ადმინისტრირება, ქართული ლიტერატურა) და რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. უნივერსიტეტში სწავლობს 800-მდე საბაკალავრო, 50 სამაგისტრო და 600 პროფესიული სტუდენტი. როგორც რეგიონული უნივერსიტეტი, იგი მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების განათლების უზრუნველყოფას მისი სტუდენტებისთვის.
უნივერსიტეტის მიზანია მაღალი ხარისხის კურსდამთავრებულების მომზადება რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან დემოკრატიასა და ჰუმანიზმზე, ასევე, გათავისებული ექნებათ ქართული და მსოფლიო კულტურული ღირებულებები თანამედროვე მოთხოვნის კომპეტენციებთან შესაბამისად. უნივერსიტეტი ამზადებს და გადაამზადებს აკადემიურ პერსონალს, ქმნის და ავითარებს სწავლებისა და კვლევის პირობებს მუდმივად ცვალებადი დასაქმების ბაზრის შესაბამისად.
უნივერსიტეტი მიზნად ისახავს capacity building პროექტების მხარდაჭერას და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას. 2012 წლიდან უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს ინტერნაციონალიზაციას, რამდენადაც იგი ჩართულია 5 ერასმუს მუნდუსის და 2 ტემპუსის პროექტში. უნივერსიტეტი ასევე მხარს უჭერს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვაში.
იგი არის უნივერსიტეტის რექტორი და ამავდროულად ლინგვისტიკის პროფესორი. კითხულობს ლექციებს აკადემიურ წერაში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. როგორც რექტორი, იგი არის აკადემიური საბჭოს თავმჯომარე. თეონა არის განათლების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი როგორც უნივერსიტეტში, ისე რეგიონში. მისი ხელმძღვანელობით ხდება კურიკულუმების განვითარება. ამავდროულად, როგორც სრული პროფესორი კითხულობს ლექციებს საბაზო საფეხურზე ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. იგი აქტიურადაა ჩართლი უნივერსიტეტში მოქმედ საერთაშორისო პროექტებში (ერასმუსი, ტემპუსი, ერასმუს+ capacity building და მობილობა) რათა ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის როგორც place of excellence რეგიონში. მისი სამეცნიერო ნაშრომები ფართოდაა მიღებული ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მიერ. იგი მეთვალყურეობს სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესებას, აკადემიური წერის კურიკულუმის მიმოხილვას, უნივერსიტეტის პოლიტიკასა და რესურსებს.
დოქტორი, სწავლებისა და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი პასუხისმგებელია აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობაზე და უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ნაშრომების აკადემიურ მიმოხილვაზე. ასევე, ხათუნა ხელმძრვანელობს ბიბლიოთეკასა და სტუდენტთა მომსახურებას. მას აქვს უნივერსიტეტში მოქმედ საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. აქვს ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის მთავარი პასუხისმგებელი პირი სწავლისა და სწავლების პროცესის ხარისხზე. როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, იგი ასევე პასუხისმგებელია უმაღლესი საგნამანათლებლო პროგრამების და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის აკადემიურ განვითარებაზე. 2005 წლიდან არის ეროვნული გამოცდების ზუგდიდის ცენტრის ასისტენტი. აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, აქვს დადებითი დამოკიდებულება საკითხებისადმი და გამოირჩევა ორგანიზებისა და ხალხთან ურთიერთობის დამყარების მიმართულებით. იგი არის 5 ერასმუს მუნდუსის და 2 ტემპუსის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ზსმუ-ში. არის ISFNR-ის (ხალხური ნარატიული კვლევის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. ბელა არის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზატორი საქართველოში და მონაწილე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც სრული პროფესორი, იგი კითხულობს ლექციებს დაწყებითი განათლების სტუდენტებთან სწავლების მეთოდოლოგიასა და სილაბუსის შემუშავებაში. მისი მეთვალყურეობის ქვეშ და პროგრამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით ხდება უნივერსიტეტის თითოეული აკადემიური პროგრამის გადახედვა. იგი იყო პირველი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან ვინც სადოქტორო სწავლების სტუდენტებს წაუკითხა ლექცია საზღვარგარეთ, ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი). არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 4 ეროვნული გრანტის მფლობელი, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი, რომელიც გაიმართა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში 2014 წლის ოქტომბერში სადაც 34 საერთაშორისო მკვლევარი წარმოადგენდა 15 სხვადასხვა ქვეყანას.