მაზარიკის უნივერსიტეტი
Masaryk University Campus (Photo by Pavel Gabzdyl)
მაზარიკის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ბრნოში. იგი სიდიდით მეორე სახელმწიფო სასწავლებელია ჩეხეთის რესპუბლიკაში. დღეის მდგომარეობით, უნივერსიტეტი მოიცავს ცხრა ფაკულტეტს ორასზე მეტი დეპარტამენტით, ინსტიტუტებითა და კლინიკებით. ჩეხეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება გააჩნია სწავლებისა და კვლევის ინსტიტუტს, რომელიც მიიჩნევა გამორჩეულ ცენტრად ევროპის უნივერსიტეტებს შორის.
ფაკულტეტის მთავარი მიზანია აღზარდოს საშუალო და დაწყებითი სკოლებისა და სხვა გარკვეული სფეროების მასწავლებლები. გარდა სწავლების (პედაგოგიური) პროგრამებისა, ფაკულტეტი ანხორციელებს სწავლებას სპეციალური და სოციალური განათლების სფეროებში. ფაკულტეტი სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. უწყვეტი პროფესიული განვითარების და მთელი სიცოცხლის მანძილზე სასწავლო პროგრამები არის აგრეთვე შეთავაზებული ფაკულტეტის მიერ, რომელიც მოიცავს მოწინავე,“ follow-up „ , სპეციალური და „conversion programmes“ და მოკლე ვადიან კურსებს მასწავლებლებისთვის.
სპეციალური საჭიროების განათლების დეპარტამენტი დაარსდა განათლების ფაკულტეტზე 1994 წელს, როგორც უნიკალური დეპარტამენტი როგორც სტუდენტებისათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის ინკლუზიური განათლების დანერგვაში მთლიანად ჩეხეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულ დეპარტამენტში ამზადებენ მასწავლებლებს სწავლებისათვის სპეციალური საჭიროების სფეროში, ეს დეპარტამენტი ასევე მონაწილეობს მასწავლებელთა ტრენინგში პირველადი და საშუალო სკოლებისთვის.
მაზარიკის უნივერსიტეტის გუნდი