ჯონი ბალთზერსენი
ჯონი ბალთზერსენს აქვს ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი და ასევე სადოქტორო ხარისხი, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებაზე. 24 წლის განმავლობაში ჯონი ბალთზერსენი მუშაობდა პროექტის მენეჯერად და მთავარ კონსულტანტად / ტრენერად განათლების განვითარების პროექტებში (EUAid, DANIDA და UNESCO), რომელიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას აფრიკაში, აზიასა და ევროპაში.
2002 წლიდან მოყოლებული ჯონი ბალთზერსენი ჩართულია სამოქმედო კვლევის/სწავლება მოქმედებით, როგორც ძირითადი სტრატეგიის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მეთოდის გაცნობასა და განვითარებაში მონღოლეთში (მონღოლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ესქეტერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2004-2008 წწ.). ჯონი ბალთზერსენს ჩატარებული აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 40 ვორქშოფი და სემინარი. 2015 წლიდან პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სამოქმედო კვლევა ასევე წარმოადგენს შესაძლებლობების განვითარების ძირითად მიმართულებას ორ წლიან პროექტში ჩინეთის ლჰასა ნორმალ კოლეჯთან.